“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ფერერას უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტისა” და “ფერარას უნივერსიტეტის” (ფერარა, იტალია) ერთწლიანი თანამშრომლობა, მხარეებმა ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების გაფორმებით განამტკიცეს.

“ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაგეგმონ ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ინიციატივები, შეიმუშაონ ერთობლივი აკადემიური პროგრამები, გაცვალონ სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სხვ.

“აღსანიშნავია, რომ მემორანდუმების ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტი” თანამშრომლობს ევროპის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორიცაა: სდა ბოკონის მენეჯმენტის სკოლა (იტალია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი), მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი), ანგლია რუსკინის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და სხვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები