ბაღდათში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები