ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც ,,კვირას” შსს-დან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა, ასევე, ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები