გოჩა ლორთქიფანიძე: გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებაში კორონავირუსი 38 პატიმარს გამოუვლინდა, 8 უსიმპტომოა, ხოლო ქსნის N15-ში 40-ვე პატიმარი უსიმპტომოა

იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ყველა დაინფიცირებული მსჯავრდებული მონიტორინგის ქვეშ არის.
„გლდანის N8-ე პენიტენციური დაწესებულებაში სულ კორონავირუსზე 2422 ტესტი გაკეთდა, საიდანაც დადებითი აღმოჩნდა 38, აქედან 8 პატიმარს სიმპტომები გამოუვლინდა და გადაყვანილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ხოლო დანარჩენი – 30 უსიმპტომო პაციენტები გახლავთ და ისინი საკარანტინე სივრცეში არიან იზოლირებული, ასევე, მათი კონტაქტები.
აღნიშნული ადამიანები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან – თერმოსკრინინგისა და სატურაციის კონტროლი უტარდებათ. ასევე, ამ ყველაფერს ემატება 72 საათში ანტიგენით ტესტირება და შემდეგ განმეორებით PCR ტესტირება.
რაც შეეხება ქსნის N15-ე დაწესებულებას, აქ გაკეთდა 1735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40, ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომლებზეც კვლევა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ 40 პირიდან არიან უსიმპტომო პაციენტები, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა”, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები