ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესისთვის სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს

ვაქცინაციის პროცესისთვის, საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ვგულისხმობ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ნაწილს.
მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც დღეს დაინიცირდა, რომ ჩვენ სწორად გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, რომ გაიზარდოს ვაქცინის მიმართ სანდოობა, –

მისი თქმით, დღეს სამინისტროს მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია და გეგმა „კოვაქს“ პლატფორმაზე წარდგენილია.

,,სახელმწიფოს ყველა უწყება თანმიმდევრულად მუშაობს საკუთარი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ვგულისხმობ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ნაწილს. მნიშვნელოვანია ცვლილება, რომელიც დღეს დაინიცირდა, რომ ჩვენ სწორად გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, რომ გაიზარდოს ვაქცინის მიმართ სანდოობა.

დღეს სამინისტროს მხრიდან შესრულებულია ყველა საჭირო დოკუმენტაციის და გეგმის წარდგენა „კოვაქს“ პლატფორმაზე, რაც განაპირობებს სახელმწიფოს მზაობის შეფასებას და ასევე საჭიროების კუთხით ყველა ცვლილების გათვალისწინებას. ჩვენ გვაქვს შეტყობინება მათგან, რომ 29 იანვარს გაიმართება საბოლოო შეხვედრა სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში, ზუსტად რა რაოდენობა იქნება საქართველოსთვის განსაზღვრული. პარალელურ რეჟიმში ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმასთან ვმუშაობთ, დაახლოებით ნახევარი მილიონი „ასტრაზენეკა​ს“ ვაქცინის მოწოდებაზე. ამასთან დაკავშირებითაც უკვე გაგზავნილია მზაობის წერილი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტში უკვე დაჩქარებული წესით დაინიცირდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები