NDI: გამოკითხულთა 32% ცესკო-ს საქმიანობას უარყოფითად აფასებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა: 24% – კარგად; 27% – საშუალოდ; 32% – ცუდად; 16% – არ ვიცი; 2% – უარი პასუხზე.
NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).