გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ყველა სამართლებრივ მექანიზმს შევთავაზებთ, რომ სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირას უყრის კენჭს.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას მაქსიმალურად ყველა სამართლებრივ მექანიზმს შესთავაზებენ, რომ სპეკულაციის ადგილი არ დარჩეს.

“პოლიტიკური მდგენელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის მხოლოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი დაიცავს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, ამავდროულად, ბოლომდე მივცემთ საშუალებას, სამართლებრივ მექანიზმს, შესაძლებლობებს ოპოზიციას, რომ არ დარჩეს სპეკულაციის ადგილი”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები