სალომე ზურაბიშვილი: შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, თუმცა, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია
“შეიარაღებიის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა „დოიჩელე ველეს“ კითხვას: „რუსეთი თუ არ შეასრულებს ბირთვული იარაღის კონტროლის ახალ შეთანხმებას, ეს ხომ არ იქნება საფრთხე ევროპისთვის“.
„ჩვენ არ გახლავართ ამ დისკუსიების მონაწილე, თუმცა, მცირე ქვეყნისთვის ნათელია, რომ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და განსაკუთრებით ამ დროს რეგიონში, რა შეზღუდვებიც არ უნდა ხდებოდეს მილიტარიზაციით რეგიონისა დიდი ძალების მიერ, რომელიც ჩვენ გარშემოა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა.
თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია. ეს არის უბრალოდ სიტყვების არმიღება, როგორც ასეთი, ზეპირი განცხადებების არმიღება და აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ ეს ხელშეკრულება, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ ეს მოხდება, მაგრამ მაქსიმალური კონტროლი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მასპინძლობს.