მიხეილ ჩხენკელი: სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი განახლდება, ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება

“სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული.

„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე, სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები