სერგი კაპანაძე: არაფერი იცვლება, ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის
“არაფერი იცვლება, ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებით „ქართული ოცნება“ ქმნის ილუზიას, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შედის.
„რაც შეეხება ბატონი ელისაშვილისა და მისი კოლეგის მისვლას პარლამენტში, ეს თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა, არაფერი იცვლება, ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, იქნება იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ წამოვა რაიმე კომპრომისზე. ინდივიდური შეხვედრები არ იქნება. შევხვდებით ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა, წამოვიდნენ კომპრომისზე, რაზეც აქამდეც იქნება საუბარი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ.