ეკატერინე ტიკარაძე – შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამატებით გადაწყვეტილებებს ამ კვირაში მივიღებთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს.
მისივე თქმით, დამატებითი გადაწყვეტილებები მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული.
„ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.