დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი დაიწყო

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავარი ნაძვის ხისა და რუსთაველის გამზირზე განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან 21 იანვრის 07:00 საათამდე პერიოდში რუსთაველის გამზირი – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები