კახა კუჭავა: იმედი მაქვს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ნატო-ში წევრობას შევძლებთ

“საქართველო ძალიან ახლოსაა იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ნატო-ში გაწევრიანება ჰქვია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ენტონი ბლინკენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო ნატო-ს წევრობას შეძლებს.

„განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ თავი გამოიჩინა ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით და ერთ-ერთ ყველაზე სანდო პარტნიორებად ვითვლებით. შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის იმ ისტორიულ ნაბიჯთან, რასაც ჰქვია ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ამ პროცესზე ამერიკის ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ გვაქვს. იმედი მაქვს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პოზიციებს კიდევ უფრო დავაახლოებთ და ნატო-ში საბოლოო წევრობას შევძლებთ“, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები