სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს; საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს; ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის; ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცეპრეზიდენტს, ვალდის დომბროვსკის; ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.
დაგეგმილია ასევე, სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.