ვენეციის კომისიამ პარტიების დაფინანსების წესისა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტების განხილვა დაიწყო

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

ინფორმაციას კომისია საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს. საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, პარტიების რეგისტრაციასა და დაფინანსების შესახებ.

“ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს ის კანონპროექტები გადაუგზავნა, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესსა და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

ინიციატივით უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გამოვიდა. კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია გახდება ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები