მარინა ენდელაძე: ვაქცინაცია შეამცირებს დაავადების რაოდენობას – პარალელურად, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა

“შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი ეს არის ვაქცინაციის ჩატარება”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია დაავადების რაოდენობას შეამცირებს, თუმცა პარალელურად რეგულაციების დაცვა საჭირო იქნება.

“მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე. შეუძლებელია, ადამიანებმა ვიცხოვროთ მუდმივად რეგულაციების ქვეშ. ერთადერთი საიმედო გამოსავალი ეს არის ვაქცინაციის ჩატარება. პირველ ეტაპზე იქნება მცირე დოზა, მაგრამ მე როგორც ვიცი, ემზადება ქვეყანა, რომ მასიურად მოხდეს ვაქცინაცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაიწყება რისკჯგუფებიდან და შემდგომ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება. ვაქცინაცია შეამცირებს ამ დაავადების რაოდენობას და პარალელურად, ჩვენ, ჯერჯერობით, ისევ მოგვიწევს რეგულაციების დაცვა”, – აცხადებს ენდელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები