ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსია კვლავ გრძელდება

საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშში წერია.

დოკუმენტის თანახმად, მცოცავმა ანექსიამ მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია.

,,საქართველოს დეფაქტო ოკუპირებული რეგიონების გარშემო არსებული ვითარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სულ უფრო უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია კვლავ შეუნელებლად გრძელდება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ამ ორი რეგიონის შიგნით და გარეთ მყოფ ქართველებს შორის კონტაქტები პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

სულ უფრო და უფრო რთული აღმოჩნდა, თუ არა შეუძლებელი, ამ ორ ქართულ რეგიონში მცხოვრებთათვის გადაეკვეთათ ადმინისტრაციული საზღვრები დანარჩენ საქართველოში მისაღები სასკოლო თუ (სასწრაფო) სამედიცინო მომსახურების მიზნებით. სამწუხაროდ, არ არის რაიმე სახის პროგრესი აღმოსავლეთ უკრაინის, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ქართული რეგიონების, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების განხორციელებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები