ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ

“ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საუბრობდნენ ფართომასშტაბიან თაღლითობაზე, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურსა და ახალ პარლამენტს, ეს განსაკუთრებით სამწუხაროა”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება. ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საუბრობდნენ ფართომასშტაბიან თაღლითობაზე, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურსა და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების წარმოების ადგილი, ამიტომ, ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები