პოლონეთისა და ბულგარეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

პოლონეთისა და ბულგარეთის პირველი დიპლომატები ზბიგნევუ რაუ და ეკატერინა ზაჰარიევა, ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ და მისალოც წერილებს უგზავნიან.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააგრძელოს დასახული მიზნების განხორციელება დასავლურ სტრუქტურებში და განამტკიცოს საქართველოს პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირთან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგის თანმიმდევრული განხორციელებისა და ნატოსთან თანამშრომლობის ეფექტური გაღრმავების გზით,” – ნათქვამია ზბიგნევუ რაუს წერილში, სადაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის ურყევ პოზიციას პოლონეთსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობების გაგრძელების და ორმხრივი მეგობრობის განმტკიცების მიმართ.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხაზგასმით მინდა ავღვნიშნო, რომ პოლონეთი გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის ევროკავშირში, ნატოში, ეუთოსა და ევროსაბჭოში, როგორც აქამდე იყო,” – ნათქვამია რაუს მიმართვაში.

საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიერ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს ეკატერინა ზაჰარიევაც და იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების აქტიური თანამშრომლობით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები