გიგი წერეთელი: ოპოზიციურ ერთობას საკუთარი პირობები გაცხადებული აქვს – ელისაშვილს საკუთარი გზა და არჩევანი აქვს

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიციურ ერთობას საკუთარი პირობები გაცხადებული აქვს და ეს პირობები, ჯერჯერობით, არავის არ შეუცვლია.

მისივე შეფასებით, ალეკო ელისაშვილს საკუთარი გზა და არჩევანი აქვს და ამ შემთხვევაში დიდ ოპოზიციურ ერთობაში არ მოისაზრება.

„ოპოზიციურ ერთობას საკუთარი პირობები გაცხადებული აქვს და ეს პირობები, ჯერჯერობით, არავის არ შეუცვლია. ელისაშვილს აქვს თავისი მოსაზრება. ის ხედავს გადაწყვეტის თავის გზას, ეს არის მისი არჩევანი და ის ამ შემთხვევაში არ მოიაზრება დიდ ოპოზიციურ ერთობაში. შესაბამისად, ის გადადგამს ალბათ იმ ნაბიჯებს, რაც მას მიაჩნია სწორად. თუმცა, რამდენად სწორია ის საერთო პროცესისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს მანიპულირებული არჩევნები, ამას დრო გვანახებს“, – განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა – “პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები