ირაკლი ზარქუა: ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო სტაბილური გახდა
პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მისთვის პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა გულდასაწყვეტია, რადგან მიაჩნია, რომ ივანიშვილს აქვს დიდი რესურსი, კიდევ გააძლიეროს ქვეყანა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველო სტაბილური გახდა.
„პირადად ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ბიძინა წავიდა პოლიტიკიდან. მგონია, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი რესურსი გააჩნია, კიდევ გააძლიეროს ქვეყანა, ისევე როგორც პოლიტიკა მისი გამოცდილებით და გამჭრიახი გონებით. 2012 წლის შემდეგ ყველამ გავითავისეთ, ბატონი ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო სტაბილური გახდა. არცერთ კონფლიქტში არ იყო ჩართული და, შესაბამისად, ეს იყო ლიდერი, რომელიც თითოეული წევრის აზრს ისმენდა და პატივს სცემდა. ასე რომ, თუ ჩვენ დემოკრატიის მიმართულებით გარკვეულ საფეხურზე ვართ, და საკმაოდ მაღალ საფეხურზე ვართ, ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა. მე მგონია, რომ გუნდი არის ძალიან გამოცდილი ამ წლების განმავლობაში, საკმაოდ ამბიციური, ჭკვიანი, გამოცდილი ლიდერების ხელმძღვანელობით და ვფიქრობ, ჩვენ გამოწვევებს გავუმკლავდებით“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.