გია ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნები უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არსებობს შეთავაზება, არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სიმართლეს დაადგენს.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს.

„ლოგიკა მოითხოვს, ვუპასუხო ამ თემას ძალიან ნათელი ფორმულირებით. არსებობს შეთავაზება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, რომელი მხარეა მართალი. ჩვენი ოპონენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, იმათაც აქვთ უფლება, ჩვენში ეპარებოდეთ ეჭვი, ამიტომ უნდა დადგინდეს სიმართლე, მით უმეტეს მათი ხელმძღვანელობით თუ იქნება ეს კომისია. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა ემყარებოდეს რაღაც სამართლებრივ საფუძველს, ხომ არ არის საკმარისი ვთქვათ, შალვა ნათელაშვილმა, სააკაშვილმა, ან ბურჯანაძემ განაცხადოს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამას არ ჰქონდეს რამე სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები