გია ვოლსკი: „ქართული ოცნების“ გუნდი საკმაოდ მძლავრი გუნდია, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკმაოდ მძლავრი გუნდია, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს.

„რასაკვირველია, ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ სტაბილური, მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს დაუპირისპირდეს, მით უმეტეს, კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ზოგადად, დარგების ხელმძღვანელები. მგონია, რომ თუ რაიმე შენიშვნა არსებობს, უნდა იყოს კონკრეტული, საქმეზე მიმართული, როგორ გავაკეთოთ უკეთესად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის თქმით, „ქველმოქმედება შეიძლება დაერქვას იმ აქტს, როდესაც საქართველოს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთს, რაღაც სერიოზული სისხლის ლაქა მოაცილა პოლიტიკურმა გუნდმა“.

„არა მარტო სისხლის, არამედ ზნეობის, ადამიანის დამცირების, წამების, ყველანაირი უფლების ფეხქვეშ გათელვის პერიოდის დამთავრება. სხვა განმარტება ამას არ აქვს. იმდენად თვალსაჩინოა და ხელისგულზე დევს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები არც გვიჩნდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები