ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გამარჯვებული წავიდა

“ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული წავიდა პოლიტიკიდან”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც წარმატებას მიაღწია კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის შემოსვლის ფონზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა ქართველი პოლიტიკოსისაგან, როცა მშვიდობიანად მიდის პოლიტიკიდან და თანაც მაშინ, როცა ის გამარჯვებულია. თორემ წაგებულების წასვლა ბევრი გვინახავს.

ეს არის თავისუფალი და დასავლური ფასეულობებით მოაზროვნე ადამიანის გადაწყვეტილება, რომელმაც წაარმატებას მიაღწია კაპიტალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის შემოსვლის ფონზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საინტერესო 2021 წელი გველის, როცა უნდა ჩავატაროთ ადგილობროვი არჩევნები და კარგად გავაანალიზოთ რეგიონალური პრობლემები, რისი მოწმეებიც ჩვენს გარშემო ვართ“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები