პაატა იმნაძე: 211 ათასი ადამიანია საქართველოში გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა
“211 ათასი ადამიანია საქართველოში გრიპზე აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა”, – ამის შესახებ დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის შემთხვევები, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მცირეა.
„საქართველოში გრიპზე 211 ათასი ადამიანია აცრილი და მარაგშია კიდევ 23 ათასზე მეტი ვაქცინა, თუმცა, წელს გრიპი არ არის აქტიური. უნდა ითქვას, რომ ისევე, როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, გრიპი არ არის აქტიური. ის, რომ თითქმის მთელს ევროპაში ლოკდაუნებია, ყველა პირბადით დადის, დისტანციას იცავს, მოქმედებს ამაზე. თუმცა, ორსულებს მოვუწოდებ, აიცრან გრიპზე“, – განაცხადა იმნაძემ.