დიღმის მასივში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დიღმის მასივში 4000 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების დროულად აღსადგენად ინსტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
“გაცნობებთ, რომ დიღმის მასივის მეხუთე და მეექვსე კვარტალის მოსახლეობას, 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.
ამ ეტაპზე გაზმომარაგების დროულად აღსადგენად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
გაზის მიწოდება სრულად დღის ბოლომდე, 20:00 საათამდე აღდგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები