რომან გოცირიძე: ენერგეტიკის სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია.

“ენერგეტიკის სექტორი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უკვე არის იმ ზღვარზე მისული, როდესაც უკვე წამგებიანი გახდება ყველა და არამხოლოდ ენერგო-პრო, არამედ ამ მდგომარეობაში იქნება “თელასი” და ასევე სხვა ობიექტები ენერგეტიკის. ამაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, რომლებმაც ამ დონემდე დაუშვეს ლარის გაუფასურება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, არ არის გამორიცხული, ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ენერგო-პრო ჯორჯიამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. უკვე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები