ირაკლი კოვზანაძე: ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის მუშაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, ოპოზიციის საპარლამენტო პროცესებში არმონაწილეობის გამო, დისკომფორტი აქვს.

„მიმაჩნია, რომ პარლამენტში ოპოზიციის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მაქვს ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები