დევნილთა სააგენტომ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 135 დევნილს გრანტი გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 135 დევნილს გრანტი გადასცა.

ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი – ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი ესწრებოდნენ.

,,დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს.

საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ.

2020 წელს დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამშურად, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა”, – ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები