ირაკლი კოვზანაძე: მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ლარის კურსის ვარდნა, პრაქტიკულად, მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა”

„ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს ქირურგივით, რომლის ლანცეტმაც უნდა მოაშოროს პრობლემა და თან არ უნდა დააზიანოს ჯანსაღი ნაწილი. ეს ადვილი არაა თანამედროვე, ძნელად პროგნოზირებად გარემოში, თუმცა, არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ, მთავრობამ და პარლამენტმა მთელი რიგი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მიმართულებით.

„ამით ჩვენ შევქმენით საფუძველი გრძელვადიანი ფისკალური, მონეტარული, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. რომ არა ეს რეფორმები, დღეს საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

„თუმცა, ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით (მხედველობაში მაქვს მაღალი დოლარიზაცია და იმპორტდამოკიდებულობა), ლარის კურსის ვარდნა, პრაქტიკულად, მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ,,გადასახადის გაზრდაა”, ანუ იმავე ეფექტის მატარებელია. აი, აქ უნდა მოხდეს ძალიან ზუსტი, ფაქიზი და, რაც მთავარია, თავისდროული მოქმედებები ეროვნული ბანკის მხრიდან”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები