არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებზე ისაუბრეს და ამ კონტექსტში ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და აღინიშნა, რომ, პანდემიის დასრულების შემდეგ, სავაჭრო კავშირებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები