ზვიად შალამბერიძე პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 43-ე წლისთავს ულოცავს.

“ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43-ე წლისთავს, ვულოცავ მის სულიერ შვილებს, მთელს საქართველოს, რომელსაც მფარველობს უნეტარესი იმ “უღმერთო”, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და რომელსაც აძლიერებს უკვე ამდენი წელია საკუთარი სიმტკიცით, რწმენით, ლოცვით და მოთმინებით. მრავალი ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა მისი წინამძღოლობით ამ წლებში, ბევრი ადამიანი გამყარდა რწმენაში, ბევრს მისცა პატრიარქის სიტყვამ ცხოვრების აზრი და მიზანი, ბევრი რთული პერიოდი გავიარეთ მისი იმედით. კიდევ მრავალი წელი არ მოშლოდეს საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პატრიარქს ჩვენ საიმედოდ”, – აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

25 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 43 წელი შესრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები