ზურაბ ქადაგიძე: თავდაცვის სამინისტროს სწორი პოლიტიკა განაპირობებს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს, ასევე, საერთაშორისო დონეზე ურყევ რეპუტაციას
„თავდაცვის სამინისტროს სწორი, თანმიმდევრული, ინსტიტუციონალური პოლიტიკა განაპირობებს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს, ასევე, საერთაშორისო დონეზე ურყევ რეპუტაციასა და ერთგულ პარტნიორობას საქართველო-ნატო-ამერიკის ურთიერთობაში”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენას.
“რა განაპირობებს საქართველოს უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერას ნატო-ამერიკის მხრიდან? საქართველოს სამშვიდობო, თანმიმდევრული, დემოკრატიული კურსი ცალსახად მხარდაჭერის განმაპირობებელია, თუმცა, ლომის წვლილი უპრეცედენტო ურთიერთობებში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ღირსების საფუძველს-ეროვნულ თავდაცვასა და სამინისტროს შიდა ინსტიტუციონალურ პოლიტიკას ეკუთვნის.
2019 წელს მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანლობით დაწყებული ინსტიტუციური პოლიტიკა, რამაც უწყების მდგრადობა და სახალხო ნდობა მოიპოვა (2019წ კვლევით სამინისტრო ერთ-ერთი პირველია უწყების ნდობის მხრივ).
• სახელფასო პოლიტიკა
• ჯანმრთელობის განსაკუთრებული დაზღვევა
• საბინაო უზრუნველყოფა
• მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები
• ეკიპირება ნატო-ს სტანდარტებით
• განათლების დაფინანსება
• მინისტრის სტიპენდია წარმატებულ სტუდენტებს.
არასრული ჩამონათვალია იმ სწორი, შიდა ინსტიტუციონალური პოლიტიკისა, რამაც უწყების რეპუტაცია უმაღლეს ნიშნულამდე მიიყვანა.
2018 წელს წარმატებით განხორციელებული ფრანგული პირველი და 2021 წლამდე მიმდინარე მეორე ფაზა, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის და ნატო-სთან თავსებადობის მხრივ უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც ითვალისწინებს:
• ჯარის სრულ აღჭურვას M4 ტიპის იარაღით
• ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელი”-ს განახლება მოდერნიზებას
• „ჯაველინები”-ს დამატებითი რაოდენობა საქართველოს
• დაზვერვისა და კიბერთავდასხმის საშუალებების გაძლიერება
თავდაცვის სამინისტროს სწორი, თანმიმდევრული, ინსტიტუციონალური პოლიტიკა განაპირობებს როგორც ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველს, ასევე, საერთაშორისო დონეზე ურყევ რეპუტაციასა და ერთგულ პარტნიორობას საქართველო-ნატო-ამერიკის ურთიერთობაში”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.