თეა წულუკიანი: პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა

“პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა”, – ასე უპასუხა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველი მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში.

„არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში, არ შემოვიდა საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ პასუხისმგებლობა არის მთლიანად მათკენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავაფინანსებთ რევოლუციებს. მე ძნელად წარმომიდგენია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტი და ახალი შესთავაზოს ოპოზიციას, ვიდრე იქნა შეთავაზებული. მათ მხარეს არის ბურთიც, გადაწყვეტილებაც და პასუხისმგებლობაც. თუ გააგრძელებენ საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობას, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. მე მესმის ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, როცა მათ ეს ჩიხი შექმნეს და შეიყვანეს თავიანთი თავი, ამ ჩიხიდან გამოსვლა შეიძლება იყოს საკმაოდ ძნელი, მაგრამ ამაზე ამომრჩეველი რას ეტყვის მათ, ეს არის მთავარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები