სერგი კაპანაძე: თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ კრიზისი განიმუხტოს, მზად ვიქნებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ
“ჩვენი მხრიდან მოთხოვნები იგივეა, რომელსაც ჩვენ არ შევცვლით”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება კრიზისის განმუხტვას გადაწყვეტს, ისინი მზად არიან, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.
“ჩვენი მხრიდან მოთხოვნები იგივეა, რომელსაც ჩვენ არ შევცვლით. ამიტომ, რაც უნდა შეეცადოს ბიძინა ივანიშვილი მუქარებით, შანტაჟითა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტით ჩვენზე ზეწოლას, ეს ყველაფერი ფუჭი იქნება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ კრიზისი განიმუხტოს, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ”, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.