დავით ზალკალიანი: იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია – დაიწყოს საქართველოსა და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები, უფრო მაღალ დონეზეა
“გარკვეულ იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია, დაიწყოს საქართველოსა და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები, უფრო მაღალ დონეზეა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მყისიერი კომუნიკაცია ექნება.
„გარკვეულ იმედს მისახავს, რომ 2030-ის სტრატეგიაში დეფინიცია, დაიწყოს საქართველოსა და უკრაინასთან ღია კარის პოლიტიკაში გაწევრიანების მოლაპარაკებები უფრო მაღალ დონეზეა. ეს არის კარგი საფუძველი იმისა, რომ დედაქალაქებში ამ მიმართულებით ინტენსიური გავხადოთ მუშაობა. გავშლით ამ მიმართულებას როგორც ორმხრივი, სტრატეგიული ფორმატების ფარგლებში, ისე – ნებისმიერი ინდივიდუალური შეხვედრების, თუ ვიზიტების დროს. ისევე, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი, ეს ახალი ელემენტია, ახალი განზომილებაა, სადაც ამ პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალობაში განხორციელებაზე ვსაუბრობთ და თუნდაც აპრილის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ არის საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გახშირებულ წვრთნებზე, ამაზე იქნება აქცენტები“, – განაცხადა ზალკალიანმა.