დავით კირკიტაძე: მოლაპარაკების გაჭიანურებულ პროცესში ფასილიტატორების თხოვნით ვრჩებით

“მოლაპარაკების ამ გაჭიანურებულ პროცესში ჩვენი მეგობარი ელჩების, ჩვენი ფასილიტატორების თხოვნით და ხათრით ვრჩებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ხელისუფლების მხრიდან კეთილგონიერების მოლოდინი არ აქვთ.

„ნამდვილად აღარ გვაქვს და არც არასდროს გვქონია ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, მით უმეტეს, მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია არა მოლაპარაკებისკენ, არამედ – გამწვავებისკენ, ულტიმატუმისკენ და ეს ნამდვილად არ აახლოებს პოზიციებს. ჩვენი ყველას მიზანი იყო, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისი განმუხტულიყო მოლაპარაკების გზით მიგვეღწია კონსენსუსისთვის და მსოფლიოში აპრობირებული, ნაცადი მეთოდით მომხდარიყო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, თუმცა, „ქართული ოცნების“ შემხვედრი ნაბიჯებისა, ვხედავთ ყოველდღიურად გართულებას, მათი სურვილის არქონას, შედგეს მოლაპარაკებები შედეგიანად. აქედან გამომდინარე, როდესაც გსურს რაიმეს მოლაპარაკება, ორივე მხარე უნდა იყოს მზად, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. ისინი დღენიადაგ ზრუნავენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი სკამები და ქვეყანა დატოვონ როგორც პოლიტიკურ, ასევე – ეკონომიკურ კრიზისში“, – განაცხადა კირკიტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები