“იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობასა და პარლამენტს ერთობლივად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი ადგილები ამ დარბაზში ცარიელია და, რა თქმა უნდა, მეც, როგორც თითოეული ჩვენგანი, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიაზრებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველმა ერმა მათ მიანიჭა და უახლოეს მომავალში შეუდგებიან საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებას. ჩვენ მთავრობასა და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, სწრაფად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს შევძლოთ, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად გავაკეთოთ განაცხადი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.