ირაკლი კოვზანაძე: ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობდეს

“ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია ესწრებოდეს საპარლამენტო განხილვებს, ყოველ შემთხვევაში – ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მონაწილეობდა, მუშაობდა, თანამშრომლობდა, აქტიურად იყო ჩართული ყველა თემის განხილვაში, რომელიც ჩვენი კომიტეტის დღის წერიგში იყო”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის კრიტიკა და წინადადებები საკითხს ხშირად სხვა კუთხით წარმოაჩენდა.

„ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია ესწრებოდეს ამ განხილვებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არასდროს ამტკიცებდნენ ამა თუ იმ საკითხს, მათი და ჩვენი პოლიტიკური ხედვების განსხვავებისა, მათი კრიტიკა, წინადადებები ხშირად სხვა კუთხით აჩვენებდა საკითხებს. ასე რომ, ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია იყოს და მონაწილეობდეს ნებისმიერ საპარლამენტო განხილვებში”, – განაცხადა კოვზანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები