დავით ნარმანია და სემეკ-ის კიდევ 2 წევრი თვითიზოლაციაში იმყოფებიან
დავით ნარმანია და სემეკ-ის კიდევ 2 წევრი თვითიზოლაციაში არიან.
როგორც “კურიერთან” საუბარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან და შესაბამისად, პროტოკოლის მიხედვით, იზოლაციაში გადავიდა.
“თვითიზოლაციაში ვარ იმიტომ, რომ პარასკევს ჩემთან იმყოფებოდა სტუმარი, რომელსაც გუშინ – შაბათს დაუდგინდა კორონავირუსი. აქედან გამომდინარე დავრჩებით იზოლაციაში. კომისიის ორი წევრიც იყო ჩემთან შეხვედრაზე და ამიტომ მათაც ვურჩიე, რომ გადასულიყვნენ იზოლაციაში. წესი წესია და ალბათ 3-4 დღით გადაიდება სხდომა და მერე გავაგრძელებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.