მეცნიერები ასკვნიან, რომ კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო თავყრილობები, ერთ მაგიდასთან საკვების მირთმევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღაზიებია
უცხოური მედია წერს, რომ უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები ასკვნიან, რომ თავყრილობები, ერთ მაგიდასთან საკვების მირთმევა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღაზიები არის ინფიცირების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო.
მათი აზრით, ბარ-რესტორნებში განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების რისკი, რადგან მაგალითად, ვახშმობის დროს, ერთ მაგიდასთან შეკრებილი ადამიანები, ვერ იცავენ სოციალურ დისტანციას. ლოქდაუნის პირობებში დაკეტილია რესტორნები, მაგრამ მეცნიერების შიშობენ, რომ დღესასწაულების პერიოდში ადამიანები შეიკრიბებიან სახლებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაინფიცირების რისკს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა აზრით შეკრებები სუფრასთან, ბარებსა და რესტორნებში, ასევე, ხალხმრავლობა სავარჯიშო დარბაზებში არის უფრო დიდი რისკის შემცველი, ვიდრე, მაგალითად ტრანსპორტით მგზავრობა ან მაღაზიაში შესვლა.