კარლ ჰარცელი – როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენეს ჩემთვის, ეს შემაშფოთებელია

როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ და ეს ხდება, მაშინ როდესაც დრო მიდის იმაზე სწრაფად, ვიდრე ოდესმე და კარმა დახურვა დაიწყო. ეს ჩემთვის შემაშფოთებელია, – ამის შესახებ  ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორიები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები