კარლ ჰარცელი – მე ვიგრძენი, რომ ამ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად
მქონდა შეგრძნება, რომ ამ დღეებში განხორციელდა ზედმეტი ზეწოლა ინდივიდუალურ დეპუტატებზე მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ფართო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისთვის კარის დახურვის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა შევაჯამო გასული კვირის პოლიტიკური მოვლენები, უფრო კონკრეტულად კი ის, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს უკავშირდება. როგორც იცით, მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას. ამას მოჰყვა, როგორც უკვე იცით, ორი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მმართველი პარტიის მხრიდან. ერთი ინიციატივა ეხება საარჩევნო სუბიექტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხს და მეორე პარტიების დაფინანსებას. მსურს განვაცხადო, რომ ეს ინიციატივებიც, ასევე, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლპარაკების პროცესს, ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო. რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესად დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.