სოსო მანჯავიძე მარგველაშვილზე: დავწერდი ერთი-ორ სიტყვას იმ ენაზე, რომელსაც იმსახურებს ეს პერსონაჟი, მაგრამ თავს შევიკავებ

„საქართველოს პრეზიდენტად მუშაობდა თავის დროზე „ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს არჩევნების პროცესში, უნდა დაიხარჯოს უამრავი ფული, ნერვები და დრო, გაურკვევლობის გამო გაჩერდეს ისედაც ცუდ დღეში მყოფი ეკონომიკა და ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის, რომ ნაცებს და მათ ანასხლეტებს ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი შანსი მიეცეთ” – ექსპერტი სოსო მანჯავიძე გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსთავი-2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლავ იმეორებს ადრე გაკეთებულ გასაოცარ განცხადებებს. კერძოდ, ის ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულიც რომ არ იყოს, ხელახალი არჩევნები მაინც უნდა დაინიშნოს, რადგან ამას ითხოვს ოპოზიცია. მარგველაშვილი ამ თავის თეზისს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ხსნის. მისი აზრით, ოპოზიციას არ უნდა აინტერესებდეს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და აქვს უფლება მანამდე ითხოვოს ვადამდელი არჩევნები, სანამ ისეთ შედეგებს არ მიიღებს, როგორიც აწყობს. ხოლო ასეთი შედეგები შეუძლებელია რომ მიიღოს, მათი რეალური რეიტინგისა და არარეალური წარმოდგენების გამო ამ რეიტინგის შესახებ. ანუ ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს არჩევნების პროცესში, უნდა დაიხარჯოს უამრავი ფული, ნერვები და დრო, გაურკვევლობის გამო გაჩერდეს ისედაც ცუდ დღეში მყოფი ეკონომიკა და ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის, რომ „ნაცებს” და მათ ანასხლეტებს ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი შანსი მიეცეთ. თანაც, ამ პროცესში ამ საოცარმა პარაზიტულმა კლასტერმა მუდმივად უნდა მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო ასეთის შეწყვეტა „ტოტალიტარული საქციელი” ყოფილა. დავწერდი აქ ერთი-ორ სიტყვას იმ ენაზე, რომელსაც იმსახურებს ეს პერსონაჟი, მაგრამ თავს შევიკავებ, საქართველოს პრეზიდენტად მუშაობდა თავის დროზე, მეუხერხულება მაინც”- წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები