საქართველოში აშშ-ის საელჩო მიესალმება ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ორი პირი, რომლებიც მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8 600 დოლარის სანაცვლოდ.
“აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.
გასულ კვირას აღნიშნულმა სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პიროვნება, რომელიც ქმნიდა და მოტყუებით გასცემდა აშშ-ის ყალბ ვიზას $8,600 დოლარის სანაცვლოდ. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.