არჩილ თალაკვაძე: კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებსა და არაპოლიტიკოსებს

,,ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი არ განასხვავებს პოლიტიკოსებსა და არაპოლიტიკოსებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებით, როდესაც კანონი იქნება მიღებული, რა მუხლების ჩამონათვალიც იქნება კანონში, შესაბამისად, პატიმრობაში მყოფ პირებს ის ერთნაირად შეეხება.

„მოგეხსენებათ, რომ ინიცირდება კანონის პროექტი „ამნისტიის შესახებ“. ეს არის ჰუმანური აქტი. თქვენ გახსოვთ, ჩვენ გვქონდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში შეხვედრა ოჯახის წევრებთან, რომლებიც ამნისტიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აყენებდნენ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ზრუნავს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესახებ. აქვე უნდა გითხრათ, რომ, საბოლოოდ, სამი მოსმენით იქნება მიღებული ამნისტიის შესახებ ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ორი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებას. პირველი, ეს არის ჰუმანტური აქტი და ამნისტია, პატიმრების დაბრუნება და რესოციალიზაცია საზოგადოებაში, მეორე, ამ კანონპროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ ამ აქტით საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაც დარჩეს დაცული, ამან არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს ამ მიმართულებით. შესაბამისად, საკითხი მიჰყავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ კომიტეტებს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ, ამომწურავი მსჯელობის შემდეგ, სამი მოსმენით მივიღოთ ეს კანონპროექტი.

„მე მესმის ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ე.წ. მაღალი პროფილის საქმეები. ამნისტიის ეს ინიციატივა არის ჰუმანური აქტი, რომელსაც „ქართული ოცნება“, ხელისუფლება და პარლამენტი დავპირდით საზოგადოებას. ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები