“პროკურატურამ დამოუკიდებლად ყველა ძალისხმევას მიმართა იმისთვის, რომ უკრაინას გადმოეცა ეს ძებნილი პირი და უკრაინამ ღიად განაცხადა უარი” – თეა წულუკიანი სააკაშვილზე

“თავიდან იყო უხერხული პასუხები, “ვერ ვიპოვეთ”, “ვერ დავადგინეთ ადგილსამყოფელი” – ეს წერილები და პასუხები ოფიციალურად არსებობს, ამიტომ – ვერ მოახერხეთ-  ეს არ არის სწორი შეფასება, ეს არის ის, რომ უკრაინამ უარი თქვა მის გადმოცემაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურამ დამოუკიდებლად ყველა ძალისხმევას მიმართა იმისთვის, რომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილი, ძებნილი პირი გადმოეცა და უკრაინამ ღიად განაცხადა უარი.

“ჩვენ ძალიან ბევრჯერ, მაშინ – როცა პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი იყო და მას შემდეგაც, როდესაც უკვე მე პროკურატურა არ მექვემდებარებოდა, 2013 წლის მაისიდან, ანუ 7 წელზე მეტია, პროკურატურამ დამოუკიდებლად ყველა ძალისხმევას მიმართა იმისთვის, რომ უკრაინას გადმოეცა ჩვენთვის სწორედ ეს ძებნილი პირი და უკრაინამ ღიად განაცხადა უარი. თავიდან იყო უხერხული პასუხები, “ვერ ვიპოვეთ”, “ვერ დავადგინეთ ადგილსამყოფელი”, ეს წერილები და პასუხები, ოფიციალური, უკრაინული არსებობს, ამიტომ ვერ მოახერხეთ, ეს არ არის სწორი შეფასება, ეს არის ის რომ უკრაინამ უარი თქვა მის გადმოცემაზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები