დავით სერგეენკო: ვის შეეხება და რა მოცულობით „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი, ამაზე იქნება ღია მსჯელობა და საზოგადოებას საშუალება ექნება, საქმის კურსში იყოს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ვის შეეხება და რა მოცულობით, ამაზე იქნება ღია მსჯელობა და საზოგადოებას საშუალება ექნება, საქმის კურსში იყოს.

მისი თქმით, კანონპროექტი არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

„ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს არაძალადობრივი დანაშაულისთვის სასჯელის შემსუბუქებას. ვის შეეხება და რა მოცულობით, ამაზე იქნება ღია მსჯელობა და საზოგადოებას საშუალება ექნება, საქმის კურსში იყოს.

ოპოზიციის ნაწილის კითხვა, რატომ არ შეეხება ამნისტია კონკრეტულ ადამიანებს, „ამნისტიის შესახებ” კანონი არის ზოგადი და დანაშაულების სახეობას ეხება, ის არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე ან სასჯელის შემსუბუქებაზე. ეს უფრო პრეზიდენტის პრეროგატივაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მუხლებს შეეხება, ღია მსჯელობა იქნება, საბოლოო კანონი არ არის. განხილვებში ჩართვის საშუალება ყველას ექნება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები