ლევან დავითაშვილი: მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა მოსავლის შენარჩუნებას ხელი შეუწყო.

მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვისა და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:

“დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, 37 მუნიციპალიტეტში დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა – 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური – 107 000 ფერომონი;

ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიასა და კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ – 102 790 ჰა ;

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების 148 დარღვევა;

2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები