ლევან დავითაშვილი: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 მილიონზე მეტი ვეტერინარული მანიპულაცია განახორციელა.
მისივე თქმით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში კეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა:
“4,110,505 ვეტერინარული მანიპულაცია (ვაქცინაცია, რევაქცინაცია, სერომონიტროინგი) მათ შორის, ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულ კარანტინის ზონებში;
571,356 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია;
799,017 სული პირუტყვის დამუშავება ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ ;
2021 წელს აქტიურად გაგრძელდება ცხოველთა დაავადებების მონიტორინგი და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:
19,912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა-2,246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;
2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა”, – განაცხადა მინისტრმა.